ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით, გერმანიაში საჯარო ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ

გამოქვეყნდა:

გერმანიაში საჯარო ტრანსპორტის თანამშრომლები 24 საათით გაიფიცნენ. შეჩერებულია თვითმფრინავების, რკინიგზისა და ყველა სახის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა, ასევე გაუქმებულია ყველა შიდა რეისი - შეჩერებულია ჰამბურგის, ჰანოვერის, დორტმუნდის, დრეზდენის, დიუსელდორფის, მიუნხენის, ფრანკფურტის და შტუტგარტის აეროპორტებიდან ფრენებიც.

გაფიცვის მონაწილეები მთავრობისგან ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. მათი თქმით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გაფიცვა სამოქალაქო პროტესტში გადაიზრდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი