
კლინიკა ვივა მედის ენდოკრინოლოგი, სოფო მებუკე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სიმპტომურ მკურნალობას გადის, რაც მისი თქმით, თავიდანვე მიმდინარეობდა.
ჟურნალისტებმა მებუკეს კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ჰკითხეს, რომლითაც კლინიკამ პენიტენციურ დაწესებულებას მიმართა, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკა "ვივა მედში" შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.
ვივა მედის ენდოკრინოლოგს განცხადებაზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ ენდოკრინოლოგიური პროფილით მიხეილ სააკაშვილს არანაირი დარღვევა არ აქვს.
"ოჯახის წევრებს მოაქვთ ის პროდუქტები, რასაც პაციენტი იღებს, ანუ რითაც იკვებება. გაცილებით რთულად გადასამუშავებელი პროდუქტი როგორ შეიხლება იყოს მისთვის კარგად ასათვისებელი, ვიდრე სხვა სასარგებლო. სიმპტომური ახლა კი არა თავიდანვე მიმდინარეობდა. ეს [კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა] მე არ გამიჟღერებია და ნამდვილად ვერაფერს გეტყვით იმაზე, რაც ჩემი კომპეტენცია არაა. ჩემი მხრიდან თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, ენდოკრინოლოგიური პროფილით არანაირი დარღვევა არ აქვს მას, აბსოლუტურად ყველა ჰორმონი წესრიგში აქვს", - თქვა სოფო მებუკემ.