გაოგნებული ვარ ტერორისტ ბრეივიკთან შედარებით, უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია - ნორვეგიის ელჩი ღარიბაშვილზე

გამოქვეყნდა:

"გაოგნებული ვარ ტერორისტ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია" - ამბობს საქართველოში ნორვეგიის ელჩი, "მთავარი არხის" კითხვის საპასუხოდ. წერილობით პასუხში ნათქვამია, რომ ჯილდოს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიიღო ნორვეგიის კონსერვატიული პარტია ყოველწლიურად გასცემს და ის არ გამოხატავს ნორვეგიის მთავრობის პოზიციებს. 

"ნორვეგიის საელჩო თბილისში ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა იქამდე, სანამ ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში არ გავეცანით. დავამატებ, რომ მე გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია", - ამბობს ელჩი ჰელენ სანდ ანდრესენი "მთავარი არხის" კითხვაზე პასუხად.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მიხეილ სააკაშვილი ანდერს ბრეივიკს შეადარა. იხილეთ:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი