
ქართული ოცნების განაყოფი “ხალხის ძალის” წევრები ქონებრივ დეკლარაციებს არაკეთილსინდისირეად ავსებენ.
"ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, ვიქტორ ჯაფარიძე ყველაზე ხშირად არღვევს ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესს და იგი ჯამში 3,837 დააჯარიმეს.
დიმიტრი ხუნდაძემ მის საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხის შესახებ ინფორმაცია დამალა, რისთვისაც 2018 წელს 1000 ლარით დააჯარიმეს.
მიხეილ ყაველაშვილი პირადი ანგარიშისა და ოჯახის წევრის შემოსავლის არასრული წარდგენის გამო 1,108 ლარით დააჯარიმეს.
საჯარო სამსახურის ბიუროს დაჯარიმების მექანიზმი არ არის იმდენად ძლიერი, რომ თანამდებობის პირი განმეორებითი დარღვევისგან შეაკავოს.