შევიწროების მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს - ენმ სამხარაძეზე

გამოქვეყნდა:

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თათია სამხარაძის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამხარაძე ოცნების პროპაგანდისტის ამორალური და უკანონო ქმედებების მსხვერპლია და რომ მის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს. 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს თათია სამხარაძეს.
ამავე ხელისუფლების საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ თათია სამხარაძე ოცნების პროპაგანდისტის ყოვლად ამორალური და კანონგარეშე ქმედებების მსხვერპლია.
დღეს სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება. 
სექსუალურად შემვიწროებელი პირის ორგანიზებით და ამ პირის ფორმალური თუ არაფორმალური სახელისუფლებო გავლენების გამოყენებით, შურისძიებისა და ძალადობის სხვა ფაქტების გადაფარვის მიზნით, შევიწროების მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს. 
დევნაში მთელი სამთავრობო მედია, პოლიცია და ტროლ-ბოტების რესურსია ჩართული. 
ფართო საზოგადოებისთვის ცნობადი, ძალადობის მსხვერპლი ქალის მისამართით მსგავსი მასშტაბით ორგანიზებული სახელისუფლებო დევნის გაბედვა, კარგად წარმოაჩენს იმას, თუ როგორ არის საქართველოში დაცული რიგითი მოქალაქის უფლებები. ხელისუფლება ღიად აფიქსირებს, რომ საკუთარი ძალაუფლების გასახანგრძლივებლად  რუსული სტილის რეპრესიებს იყენებს და სახლში შეუვარდება ყველას - ყოველგვარი მიზეზების გარეშე! 
საქართველოში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების საელჩოებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატსა და ყველას, ვისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის უფლებების მსგავსი ცინიზმით და თავხედობით ფეხქვეშ გათელვას მოვუწოდებთ, შესაბამისი სიმძაფრით აღვიქვათ პრობლემის არსი და გვქონდეს პროპორციული რეაქცია.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ორგანიზებული სახელისუფლებო ძალადობის გასანეიტრალებლად ძალისხმევას არ დაიშურებს!" ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი