
უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ლონდონში ვიზიტის დროს, ბრიტანეთს მოუწოდა უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები და შორი დისტანციის რაკეტები გადასცეს.
სტეფანჩუკმა ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინა მზადაა თავისი პილოტები დასავლურ მოიერიშე თვითმფრინავებზე საწვრთნელად გაგზავნოს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევს შეუძლია მიაღწიოს "უკრაინისა და მსოფლიოს ერთობლივ გამარჯვებას" როგორც კი შესაბამის დახმარებას მიიღებს.
"ჩვენ მზად ვართ უკრაინელი სამხედროების უფრო ინტენსიური წვრთნებისთვის. მზად ვართ ჩვენი პილოტები გავაგზავნოთ მოიერიშე თვითმფრინავებზე მოსამზადებლად. ჩვენ მუდმივად ვამბობთ: "გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება", -თქვა სტეფანჩუკმა
მან ასევე მადლობა გადაუხადა ბრიტანეთს 14 Challenger 2-ის ტანკის გაგზავნის გადაწყვეტილებისთვის, რაც მაგალითი გახდა სხვა ქვეყნებისთვის.
დიდმა ბრიტანეთმა იანვრის დასაწყისში პირველმა გამოაცხადა, რომ იწყებს უკრაინელი მფრინავების მომზადებას დასავლურ მოიერიშე თვითმფრინავებზე და ასევე სთავაზობს დახმარებას სხვა ქვეყნებს, რომლებიც უკვე მზად არიან უკრაინაში თვითმფრინავების გაგზავნისთვის.