ლიეტუვის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. მმართველი უმრავლესობის მიერ შედგენილ ტექსტზე არცერთ დეპუტატს წინააღმდეგობა არ ჰქონია. რეზოლუციაში ჩამოთვლილია ყველა პრობლემა, რაც ხელს უშლის საქართველოს ინტეგრაციას დასავლურ სტრუქტურებში. ლიეტუველი დეპუტატები მოუწოდებენ "ოცნების" ხელისუფლებას, გადაიყვანონ სამკურნალოდ საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილი, კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაკუთრებულ ხელისშემშლელ ფაქტორად მოყვანილია ნიკა გვარამიას პატიმრობა, როგორც კრიტიკული ტელევიზიის დამფუძნებლის, რომლის გასამართლებაც კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების სამართლიანობაზე. 

გარდა ამისა, ლიეტუვის პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან უკრაინა დღეს მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობისთვის არ იბრძვის.

"აღვნიშნავთ რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც 2021 წლის ოქტომბრიდან  დაკავებულია და ამჟამად თბილისში, სამედიცინო ცენტრ ვივამედში იმყოფება, რჩება მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშად. შევახსენებთ რომ 2022 წლის დეკემბერში, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საჯარო მოწოდებით მიმართა, ამასთან მოუწოდა  რომ შეიწყალოს და საზღვარგარეთ მკურნალობის ნება დართოს.

აღვნიშნავთ , რომ 2022 წლის 16 მაისს პრო-ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავრის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გამოტანა სერიოზულ კითხვებს აჩენს სასამართლო პროცესის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით;

აფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მოუწოდებს არ გადაუხვიოს მას;

მოუწოდებს საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას, დაუბრუნდნენ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების დებულებების შესრულებას, რაც მნიშვნელოვანი საფუძველია საქართველოს შემდგომი მისწრაფებისთვის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის;

მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ნებისმიერი საკამათო საკანონმდებლო და სხვა ინიციატივებისაგან, რომლებიც ზღუდავს ადამიანის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას, ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას ან ზიანს აყენებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას

მოიწოდებს საქართველოს მთავრობას მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ის იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის;

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეუერთდეს დასავლური საზოგადოების მიერ რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის რესპუბლიკის მიმართ დაწესებულ სანქციებს და უზრუნველყოს ამ სანქციების სათანადო და მკაცრი განხორციელება;

მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში უკრაინაში, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაყვანის შესახებ, რაც მას სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევის საშუალებას მისცემს;" ნათქვამია რეზოლუციაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი