
Leopard 2-ის თვრამეტივე ტანკი, რომელსაც გერმანია უკრაინას დაჰპირდა, უკრაინულ მხარეს უკვე გადაეცა.
მედიის ცნობით, ბოლო ტანკები გერმანიიდან გასული კვირის ბოლოს გავიდა და უკვე უკრაინის საზღვარზეა.
Leopard 2-ის გარდა, გერმანიამ უკრაინაში 40-მდე Marder-ის ქვეითი საბრძოლო მანქანაც გაგზავნა. გერმანიის მთავრობა უსაფრთხოების მიზეზების გამო საიდუმლოდ ინახავს იარაღის მიწოდების ზუსტ მარშრუტს.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესვერი ბოლო ორი თვის განმავლობაში დაჩქარებული პროგრამით ამზადებს უკრაინელ ჯარისკაცებს გერმანული იარაღის გამოსაყენებლად.