შვედეთის შეიარაღებული ძალების თანამშრომლებს TikTok-ის გამოყენება აეკრძალათ

გამოქვეყნდა:

შვედეთის თავდაცვის ძალების თანამშრომლებს სამსახურებრივ ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენება აეკრძალათ.

როგორც "შვედურ რადიოს" შვედეთის შეიარაღებული ძალების სპიკერმა გუნა გრაუფელდმა განუცხადა, TikTok-ის აკრძალვის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის სადაზვერვო საფრთხეებიდან გამომდინარე მიიღეს. 

შვედეთის სამხედრო მოსამსახურეებს აღარ შეუძლიათ TikTok-ის ჩამოტვირთვა, ხოლო მათ, ვისაც უკვე აქვს, უნდა წაშალოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი