
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ბერისლავს მთელი დღის განმავლობაში ბომბავდნენ.
მისი ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი.
"ცნობილია, რომ 3 ადამიანი ძლიერი დაბომბვის შედეგად დაშავდა. მათგან 2 მძიმედაა დაშავებული. ყველა მათგანი მკურნალობს", - წერს პროკუდი და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ბერისლავის დღევანდელი დაბომბვის შედეგად დაზიანდა ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.