თამარ ბაჩალიაშვილის Facebook გვერდი აღარ იძებნება , მიზეზი უცნობია

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გვერდი სოციალურ ქსელ Facebook-ზე აღარ იძებნება.
შეგახსენებთ, გუშინ გვიან ღამემდე გვერდი ხელმისაწვდომი იყო. 

ამ თემაზე კომენტირებისას, ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გადაცემაში დღის სტუმარი, თქვა რომ ამ ეტაპზე, ის კომენტარს არ გააკეთებს. 
წამყვანის დამატებით კითხვაზე, ხომ არ გახსნილა უკვე ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერი, ადვოკატი პასუხობს, რომ მისი თანდასწრების გარეშე კომპიუტერი არ გაიხსნება.


"ამის თაოაბზე არაფერს გეტყვით. მე მალე მივდივარ ექსპერტიზის ბიუროში  კომპუტერთან დაკავშირებით და გავარკვევ, წინასწარ არაფერს გეტყვით. კომპუტერი არ გაიხსნება ჩემი თანდასწრების გარეშე, მე იქ ვიქნები ჩემს წამომადგენელთან ერთად; თუ ჩემი თანდასწრების გარეშე გახსნილი აღმოჩნდება კომპიუტერი - ეს დადასტურდება. სხვა შემთხვევაში, ჩავატარებ ყველანაირ ექსპერტიზას, იმისთვის, რომ დამატებითი კითხვები არ გამიჩნდეს.
თუ ეს კომპიუტერი გაიხსნება, გასაჯაროვდება მხოლოდ ის, რაც ხელს არ შეუშლის გამოძიებას და მხოლოდ და მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც ნათელს მოფენს ამ საცოდავი გოგოს გარდაცვალებას." 

აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელის წესების თანახმად, თუ კი ადამიანი გარდაიცვლება, მისი ანგარიში, ხსოვნის გვერდად გადაკეთდება ხოლმე, რომელიც განკუთვნილია მეგობრებისა და ახლობლებისათვის, მონატრება გამოხატონ და ფოტოების გამოყენებით გაიხსენონ გარდაცვლილი პირი.

 Facebook-ისგან განსხვავებით, თამარ ბაჩალიაშვილის გვერდი Instagram -ზე ჯერ კიდევ იძებნება.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით - თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი