მიხეილ სააკაშვილის ჯილდომ ღარიბაშვილი წყობიდან გამოიყვანა - პასუხი ნორვეგიის დიპლომატიური უწყებიდან

გამოქვეყნდა:

მთავრობის მეთაური არაადეკვატურობის მორიგ მწვერვალს იპყრობს. ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილს ცნობილ ტერორისტსა და მკვლელს ანდერს ბრეივიკს ადარებს. პრემიერის ასეთი გაღიზიანება ნორვეგიაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგ აღიარებას მოყვა - სააკაშვილს დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის კონსერვატიული პარტიის პრემია გადასცეს. საქართველოს ხელისუფლების ლიდერის შეფასება მომენტალურად იქცა დიპლომატიურ სკანდალად. ნორვეგიამ გააპროტესტა ღარიბაშვილის განცხადება და მას სრულიად უადგილო უწოდა. თავად მესამე პრეზიდენტის ბედის განსაზღვრის საქმეში კი კიდევ ერთი, უდიდესი გავლენის მქონე უწყება ერთვება. წამების პრევენციის კომიტეტის წევრები სააკაშვილის მდგომარეობას სწავლობენ და მათ დასკვნას ევროპული პოლიტიკური წრეებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი