თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნდა:

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით კაჰრამანმარის პროვინციაში 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები ადგილობრივი დროით 17:35 წუთზე დაფიქსირდა. ბიძგების სიღრმე  8,7 კმ იყო.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას 52 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი