კანადა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

გამოქვეყნდა:

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი სანქციები გამოაცხადა ირანის ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ - შეტყობინება კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდა.

ახალი სანქციები ეხება 8 ფიზიკურ და 2 იურიდიულ პირს, მათ შორის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის და ირანის სამართალდამცავი უწყების მაღალჩინოსნებს ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატიური დარღვევისთვის, აგრეთვე მათ, ვინც მონაწილეობს უპილოტო საჰაერო ხომალდებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში.

სანქციების სამიზნეა გასემ დამავანდიანი, Qods Aviation Industries-ის უფროსი აღმასრულებელი დირექტორი და ირანის საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიის ორგანიზაციის დირექტორი ნადერ ხუნ სიავაში.

სანქციები მოიცავს ბიზნესის კეთების აკრძალვას და აქტივების გაყინვას, რაც მათ შეიძლება ჰქონდეთ კანადაში. ასევე, კანადაში შესვლის აკრძალვას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი