რუსებმა დონეცკის მიმართულებით ქიმიური საბრძოლო მასალის გამოყენება დაიწყეს

გამოქვეყნდა:

რუსმა საოკუპაციო ძალებმა დონეცკის მიმართულებით ქიმიური საბრძოლო მასალის გამოყენება დაიწყეს , - ამის შესახებ ტავრის რეგიონის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

"მტერი იყენებს ქიმიურ საბრძოლო მასალებს, კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატებიდან ქლოროპიკრინის შემცველ ასაფეთქებელ ნივთიერებებს და ეს არ ხდება პირველად. 23 მარტს საცდელად  ჩამოაგდეს ერთი ასაფეთქებელი, 24 მარტს - ორი, გუშინ კი ერთ დღეში 6 ასეთი ასაფეთქებელი ნივთიერება ჩამოაგდეს", - თქვა დმიტრაშკოვსკიმ

მისივე ინფორმაციით, თავდაცვის ძალები მტერს დიდ ზარალს აყენებენ. კერძოდ, ავდიივკასა და მარინკას მიდამოებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი