
უკრაინის პრეზიდენტი, ზაპორიჟჟიის რეგიონში ყოფნისას, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსის შეხვდა.
შეხვედრა დნიპროს ჰიდროელექტროსადგურის (DniproHES) ტერიტორიაზე გაიმართა. ზელენსკი და გროსი გაეცნენ რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგებს აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. ასევე, დეტალურად განიხილეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება.
სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა IAEA-ს გენერალურ დირექტორს უკრაინაში ატომური ენერგიის ობიექტების უსაფრთხოების გარანტიის საკითხებში მხარდაჭერისთვის.
სახელმწიფოს მეთაურმა სააგენტოს ხელმძღვანელს იმ მუდმივ ზეწოლაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერსონალი რუსი ოკუპანტების მხრიდან განიცდის და ყურადღება გაამახვილა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკრაინელი მუშახელის იძულებით პასპორტიზაციაზე.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა დროებით ოკუპირებულ ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს წარმომადგენლების მუდმივი ყოფნის მნიშვნელობას ბირთვული უსაფრთხოებისთვის.
"რუსული ჯარებისა და პერსონალის დაუყოვნებელი გაყვანის გარეშე ZNPP-დან [ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური] და მიმდებარე ტერიტორიებიდან, ბირთვული უსაფრთხოების აღდგენის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია მარცხისთვის”, - ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ზაპოროჟიეს რეგიონში ფრონტის ხაზზე ჩავიდა.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს და ქალაქ ენერგოდარს, ამჟამად საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.