ზელენსკი ფრონტის კიდევ ერთ ცხელ წერტილში, დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის კიდევ ერთ ცხელ წერტილში, დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩავიდა და ნიკოპოლის რაიონს ეწვია, რომელიც რუსი დამპყრობლების მხრიდან მუდმივი თავდასხმის სამიზნეა.

ზელენსკი პირადად გაეცნო ნიკოპოლის რაიონში არსებულ ვითარებას და მტრის თავდასხმების შედეგებს რეგიონის სხვადასხვა დასახლებებზე. 

"პრეზიდენტს ეცნობა, რომ რაიონში დანგრეულია 5000-მდე შენობა, მათ შორის სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები. დაშავებულ მოქალაქეებს უტარდებათ საჭირო დახმარება", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი 27 მარტს ზაპოროჟიეს რეგიონსაც ეწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი