სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები კი ლევან იოსელიანისგან ელოდებიან ინფორმაციას, როდის ექნებათ კლინიკა ,,ვივამედში'' შესვლის და მესამე პრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობა. ექიმი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ ომბუდსმენთან ონლაინ კომუნიკაცია ჰქონდათ, დაახლოებით 10-12 დღის წინ, რის შემდეგაც ელოდებიან თუ იქნება გადაწყვეტილება შესვლასთან დაკავშირებით.
"ჩვენ გვქონდა ონლაინ კავშირი ომბუდსმენთან, ომბუდსმენს აქვს სურვილი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ მუშაობა და გვითხრა, რომ დაგვიკავშირდება, ამის შემდეგ, ეს იყო დაახლოებით 10-12 დღის წინ, ამის შემდეგ ველოდებით, თუ იქნება გადაწყვეტილება შესვლაზე, რა თქმა უნდა, შევალთ. ამას ყოველთვის წყვეტდა ომბუდსმენის სამსახური, როდის შევიდეთ, რანაირად, თუ არ მოვიდა იქიდან ინფორმაცია, ჩვენ ჩვენი ინიციატივით იქ ვერ შევალთ ვერანაირად", - თქვა გრიგოლიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" მოინახულეს ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებმა. ისინი ასევე შეხვდნენ ომბუდსმენის კონსილიუმის წევრებს, რომლებმაც მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაცია გადასცეს.