ომის დაწყების დღიდან ოკუპანტებმა დაახლოებით 171 730 სამხედრო დაკარგეს - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 28 მარტამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ 

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 171 730;
  • ​ტანკი - 3 602;
  • ჯავშანტექნიკა - 6 966;
  • საარტილერიო სისტემა - 2 653;
  • სარაკეტო სისტემა - 525;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 277;
  • თვითმფრინავები - 305;
  • ვერტმფრენი - 291;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 235;
  • საკრუიზო რაკეტები - 911;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 502;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა - 287.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი