რუსეთის მე-10 სატანკო პოლკმა ავდიივკას მახლობლად ტანკების უმეტესი ნაწილი დაკარგა - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ დილის მოხსენება დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკას გარშემო საომარი მოქმედებების მიმოხილვას მიუძღვნა.

მათი ცნობით, რუსეთი აგრძელებს ავდიივკას ალყაში მოქცევის მცდელობას, მაგრამ რუსულმა ჯარებმა მცირე პროგრესს ჯავშანტექნიკის მძიმე დანაკარგების ფასად მიაღწიეს. მათივე ინფორმაციით, ავდიივკას სამხრეთიდან რუსეთის მე-10 სატანკო პოლკმა, სავარაუდოდ, საბრძოლო მანქანების უმეტესი ნაწილი დაკარგა.

დაზვერვის ანალიტიკოსების აზრით, მე-10 სატანკო პოლკის დანაკარგები, შესაძლოა გამოწვეული იყოს ტაქტიკური შეცდომებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი