განათლების მინისტრმა მოადგილედ კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი წარადგინა

გამოქვეყნდა:

განათლების ახალმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მოადგილის თანამდებობაზე გელა გელაძე წარადგინა. ის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ვალერიან გობრონიძეს შეცვლის.

უწყება ამბობს, რომ გელაძე კურატორობას გაუწევს სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების, ეკონომიკურ, იურიდიულ და ადმინისტრაციის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

გელაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში 2018 წლიდან მუშაობს. მანამდე ის, 2016-2018 წლებში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი იყო. 2005-2006 წლებში, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში განყოფილების უფროსის მოადგილე. 

წარსულში ის სხვადასხვა დროს იყო ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ზედამხედველი, თბილისის სამმართველოში გამომძიებელი,  სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი