
ღარიბაშვილის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს ანდრეს ბრეივიკს უკვე ირაკლი კობახიძე ადარებს და ნორვეგიის მხრიდან გადაცემულ ჯილდოს ცინიზმს უწოდებს:
"ეს არის ცინიზმი, როდესაც, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ანიჭებს ამ ჯილდოს epp-სთან არის დაკავშირებული თუ ვინმესთან არის დაკავშირებული, როდესაც ნორვეგიაში, ადამიანის უფლებების დარგში ენიჭება ჯილდო მიხეილ სააკაშვილს, ეს არის უბრალოდ ცინიზმი. რაც შეეხება ბრეივიკთან შედარებას,. ერთ რამეს ვიტყოდი. პრინციპული განსხვავება ერთადერთია ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის ბრეივიკმა შეიწირა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე და სააკაშვილმა შეიწირა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ციხეებში, აგვისტოში და ა.შ. ეს არის ერთადერთი პრინციპული განსხვავება ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის" ამბობს კობახიძე
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიაში დემოკრატიის პრიზი გადაეცა, რასაც ღარიბაშვილის გაღიზიანება მოჰყვა და განაცხადა, რომ "ეს იგივეა რომელიმე ქვეყანამ, ბრეივიკს მისცეს ჯილდო"