"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მედიას ისევ თავს ესხმის და ამბობს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში "პალიტრანიუსი" "კეზერაშვილის ტელევიზიას დაემსგავსა".
ამის შესახებ კობახიძემ "იმედის" ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელმაც "ოცნების" თავმჯდომარეს ჰკითხა, რა ინფორმაცია აქვს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია პალიტრას თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
"მე არ ვიცი ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ან შეიძლება მქონდეს, მაგრამ დეტალებში არ შევალ. ყოველ შემთხვევაში არ მინდა ზოგადი ინფორმაცია გავუზიარო ვინმეს. ერთი რამ ნათელია, რომ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ეს ტელევიზია დაემსგავსა კეზერაშვილის სხვა ტელევიზიას, "ფორმულას", გახდა ერთგვარი "ფორმულა 2", ესაა ჩემი დაკვირვება. დანარჩენი, იქ როგორ გადაფორმდა წილები, როგორია ხარჯები, რომლებსაც გასცემენ ამ ტელევიზიის მესაკუთრეები ამ დეტალებში მე ვერ შევალ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.