გულგრილობა თუ უბედური შემთხვევა - სტადიონზე გარდაცვლილი ფეხბურთელის ექსპერტიზის დასკვნა

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ექსპერტიზა საფეხბურთო მოედანზე დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით დასკვნას ასაჯაროებს. დოკუმენტით დგინდება, რომ შოთა მამინაშვილს, რომელსაც გულის მწვავე პრობლემა ჰქონდა,  სტადიონზე გასვლამდე სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია რაც უმძიმესი შედეგით დასრულდა -კლუბ ზუგდიდის 31 წლის მეკარე სტადიონზე ისე გარდაიცვალა, რომ აუცილებელი სამედიცინო დახმარებაც კი ვერ აღმოუჩინეს, რადგან მატჩის მიმდინარეობისას ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ იყო მობილიზებული. მამინაშვილის ოჯახი სპორტსმენის საქმეში გამოძიების ჩართვას მოითხოვს.

გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა სერიოზულ ბრალდებას აყენებს. შოთა მამინაშვილი ფეხბურთის თამაშის დროს სტადიონზე გარდაიცვალა. დედის თქმით, რომ თუ მატჩის დაწყებამდე სასწრაფო დახმარების მანქანა არ იდგა, ფედერაციის რეგლამენტით, თამაში არ უნდა დაწყებულიყო. სავარაუდოდ, მატჩის დელეგატი ამ დეტალს ფეხბურთის ფედერაციასაც შეატყობინებდა. სწორედ ამ ფაქტების გათვალისწინებით, მამინაშვილის ოჯახი მომხდარში ფეხბურთის ფედერაციას ადანაშაულებს.

ფედერაციაში ოჯახის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. გენერალური მდივანი ამბობს, რომ ზუგდიდმა შესაბამისი სამედიცინო მოწმობა ყველა ფეხბურთელზე წარმოადგინა. დავით მუჯირის თქმით, დაინტერესებულ მხარეებს დოკუმენტაციასაც წარუდგენენ.

გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის ადვოკატი კი კიდევ უფრო შოკისმომგვრელ ფაქტებს აჟღერებს. კახა კოკაიას თქმით, მამინაშვილს გულის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, კლუბმა კი ხელმოწერა გააყალბა.

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" პრეზიდენტი ზაზა ჯანაშია "მთავარის" გადამღები ჯგუფის გამოჩენამ გააღიზიანა. მან კითხვებს არ უპასუხა.

"მთავარის" ინფორმაციით, 2017 წელს გივი დგებუაძე საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ექიმი იყო. დღეს ის ყველაფერს უარყოფს და კლუბის პრეზიდენტის მსგავსად, კამერას გაურბის.

კლუბის დირექტორი ადასტურებს, რომ "ზუგდიდს" ექიმი არ ჰყავდა, თუმცა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზად მის ალკოჰოლისადმი გადამეტებულ სიყვარულს ასახელებს.

შოთა მამინაშვილი 2017 წლის 1 ოქტომბერს მცხეთაში გარდაიცვალა, როდესაც "ვიტ ჯორჯია" - "ზუგდიდს" მასპინძლობდა. აღნიშნული მატჩი ტრაგიკული შემთხვევის გამო ჩაიშალა. მას შემდეგ, ოჯახი მუდამ სვამს კითხვას - რა გახდა 31 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი? სამხარაულის დასკვნის თანახმად, ცხადია, რომ მინიმუმ, გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი