"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა წონაში მოიმატა

გამოქვეყნდა:

"ვივამედის" კლინიკური ხელმძღვანელის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, წინა მონაცემებთან შედარებით, მიხეილ სააკაშვილი წონაში მომატებულია და იგი ახლა 64 კილოგრამს და 400 გრამს იწონის. 

ჩხაიძე ამბობს, რომ სააკაშვილი საჭმელს ვერ იღებს, თუმცა აქვე ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტი იღებს იმაზე ბევრად უფრო რთულად ასათვისებელ საკვებს, ვიდრე ამას თავად სთავაზობენ.

"დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კილოგრამს და 400 გრამს, ეს არის წინა მონაცემთან შედარებით მომატებული. ვერ იღებს პაციენტი საკვებს, თუმცა იღებს ბევრად უფრო ძნელად ასათვისებელ და მოსანელებელ საკვებს, ვიდრე ვთავაზობთ ჩვენ. უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე, ყველაფერი, ყველა მისი მოძრაობა, ყველა უარი ფიქსირდება სამედიცინო ბარათში. მედიკამენტებზე, სამკურნალო დანიშნულებაზე და ასევე, სამკურნალო პროცედურებზე", - ამბობს ჩხაიძე. 

ცნობისთვის, დღეს, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ახლა 58 კილოს იწონის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი