
ნერვოლოგი, ომბუდსმენის კონსილიუმის წევრი თენგიზ წულაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეჯერდებიან შევლენ თუ არა კიდევ ერთხელ მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად. მისი თქმით, კონსილიუმის ვიზიტს არ წყვეტს პაციენტის მოთხოვნა, არამედ საჭიროება.
"მაგას არ წყვეტს პაციენტის მოთხოვნა, უნდა შევიდეს თუ არა, მაგას წყვეტს პაციენტის საჭიროება, საჭიროებების მიხედვით, ახლა არ ვიცი ჯერ, უნდა მოვილაპარაკოთ ერთმანეთში, არის თუა რა ნამდვილად საჭიროება, მათ შორის ომბუდსმენმაც უნდა მოგვცეს თავისი გონივრული დასკვნა, რატომ უნდა შევიდეთ ახლა და არა ვთქვათ ზეგ, ესეც, მისი აზრიც გათვალისწინებული იქნება და ჩვენიც ალბათ და შევჯერდებით ალბათ ამ დღეებში", - ამბობს ნერვოლოგი, თენგიზ წულაძე.
საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა და თქვა, რომ რამდენიმე დღეა ითხოვს კონსილიუმის შესვლას. იხილეთ:
მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის შესვლასთან დაკავშირებით განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანის თქმით, კონსილიუმის წევრებს მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერ დროს გადაეცემათ რწმუნებები, რაც მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლადაა საჭირო.