მექსიკა-ამერიკის საზღვარზე, საემიგრაციო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

სულ მცირე 39 ადამიანი გარდაიცვალა მექსიკა-ამერიკის საზღვარზე, ქალაქ სიუდად-ხუარესში მდებარე საემიგრაციო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლი შენობაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათ 71 მიგრანტი აიყვანეს ქალაქის ქუჩებიდან. 

CNN წერს, რომ ჯერ-ჯერობით ხანძრის გაჩენის მიზეზისა და გარდაცვლილების ეროვნების შესახებ ინფორმაცია მექსიკის ეროვნული მიგრაციის ინსტიტუტს არ გაუვრცელებია. 

თუმცა, ერთ ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ ცენტრში მყოფი მიგრანტების უმეტესობა ვენესუელიდან იყო.

CNN-ის ცნობით, ეს ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე ძლიერი ხანძარი იყო მექსიკაში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი