ბატონო ირაკლი, მტყუანის დ.შ.... - ოქრიაშვილის პასუხი კობახიძეს

გამოქვეყნდა:

PSP ჯგუფი, თურმე, ჩემი არ ყოფილა. ბატონო ირაკლი, მტყუანის..... დ.შ. - კახა ოქრიაშვილი ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს, სადაც "ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ  სინამდვილეში PSP ვანო მერაბიშვილისაა:

"ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  PSP ჯგუფი, რომლის შენებაც დავიწყე 30 წლის წინ და ვაქციე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთგვარ ბრილიანტად, კომპანია, სადაც დასაქმებულია 8 000-ზე მეტი ადამიანი, კომპანია, რომელიც 50 მილიონ ლარზე მეტ გადასახადს იხდის საქართველოს ბიუჯეტში ყოველწლიურად, თურმე, ჩემი არ ყოფილა. ბატონო ირაკლი, მტყუანის დ.შ.... 

ჯერ კიდევ ველი პრემიერ-მინისტრის მიერ, ორი დღის წინ, ჩემს მიმართ გაჟღერებულ ტყუილზე, ონკოლოგიური მედიკამენტების ფასების მომატებასთან დაკავშირებით, ცრუ ბრალდების უარყოფას  და ბოდიშს!" წერს ოქრიაშვილი.

კომპანია პსპ პრემიერმა ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ, ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურად გაზრდაში დაადანაშაულა და დაიმუქრა.

ღარიბაშვილის ბრალდებას ოქრიაშვილმა იმავე დღეს უპასუხა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

დღეს კი კობახიძემ განაცხადა, რომ ოქრიაშვილს "ერთგვარი წამოცდენა ჰქონდა":

„პრემიერმა აღნიშნა, რომ ოქრიაშვილმა კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასები ხელოვნურად რამდენჯერმე გაზარდა. თან, თუ არ ვცდები, საუბარი იყო ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტებზე. ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. ამაზე ოქრიაშვილის პასუხი იყო, რომ მისი კომპანია ყოფილა თურმე არა მისი, არამედ სახალხო საკუთრება. როგორი სახალხო საკუთრება არის ოქრიაშვილის კომპანია, ყველამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ მას ჰქონდა ერთგვარი წამოცდენა, ერთი სიმართლე თქვა თავის განცხადებაში, ეს არის ის, რომ ეს კომპანია სინამდვილეში არის არა ოქრიაშვილის, არამედ, პირველ რიგში, ვანო მერაბიშვილის. თავიდანვე ასე შეიქმნა ეს კომპანია და დღემდე ოქრიაშვილი არის ერთგვარი დამხმარე ხელი ვანო მერაბიშვილისთვის, რომელიც რეალურად ფლობს ამ ბიზნესს" – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი