ზელენსკი სუმის ოლქში ჩავიდა და ტროსტიანეცს გმირი ქალაქის წოდება მიანიჭა

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი სუმის ოლქში, ქალაქ ტროსტიანეცში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტი Telegram-ზე ავრცელებს. 

უკრაინის პრეზიდენტი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და იქ მცხოვრებლებს შეხვდა.

უკრაინის ლიდერმა ქალაქის დაცვის წლისთავის ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა და მას გმირი ქალაქის წოდება მიანიჭა. ამასთან ერთად, პრეზიდენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ქალაქის დაცვისას დაღუპულების ხსოვნას.

შეგახსენებთ, რომ ქალაქი უკრაინელებმა ერთი წლის წინ რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი