პოლონეთი ბელარუსს რუსული ბირთვული იარაღის ქვეყანაში განთავსების შემთხვევაში, ახალ სანქციებს ჰპირდება

გამოქვეყნდა:

ბელარუსს ახალი სანქციები ემუქრება იმის გამო, რომ რუსეთი იქ ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს, - ამის შესახებ ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე  პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.

"რუსეთის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, განცხადება ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ, აუცილებლად გამოიწვევს დამატებითი სანქციების გამოცხადებას. სანქციების დონე ბევრად უფრო მკაცრი იქნება ლუკაშენკოს რეჟიმისთვის", - თქვა მორავიეცკიმ.

როგორც BBC წერს, სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება  დიდი ნაბიჯია უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისკენ. რუსეთ-უკრაინის ომის დროს პუტინმა არაერთხელ ახსენა ბირთვული იარაღი, მაგრამ  მხოლოდ ერთხელ გადადგა კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯი, როდესაც გამოაცხადა START III ხელშეკრულების შეჩერება.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი  ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას ბელორუსის ტერიტორიაზე გეგმავს.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი