უმძიმესი დანაშაულის გადაფარვისა და რეალობის შეცვლის მცდელობა. მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ურთულესია, მიხიელ სააკაშვილის წონა კრიტიკულ ზღვარს ჩამოსცდა, თუმცა პენიტენციური სამსახური და კლინიკა "ვივა მედი" უარყოფენ მძიმე ვითარებას და შექმნილ მდგომარეობაში კვლავ სააკაშვილს ადანაშაულებენ, რომელიც უკვე თვეებია წამების მსხვერპლია.
მესამე პრეზიდენტის წონა 58 კგ-ზე ჩამოვიდა. გიული ალასანიას ამ განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა კლინიკის დირექტორი და იმ მკურნალობის აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი, რომლის უზრუნველყოფაც "ვივა მედმა" ვერც ამ დრომდე შეძლო და სააკაშვილის კიდევ უფრო გართულებიული მდგომარეობიდან გამომდინარე მომავალშიც ფაქტობრივად გამორიცხულია.
ავტორი: საბა ბუაძე