ნიღბიანი პირი ოლაფ შოლცის სახლში შეჭრას ცდილობდა - Der Spiegel

გამოქვეყნდა:

Der Spiegel - ის ინფორმაციით, ნიღბიანი პირი კანცლერ ოლაფ შოლცის სახლში შეჭრას ცდილობდა. ფაქტი კვირას მოხდა. მას შემდეგ კი რაც ის შეამჩნიეს, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

მათ არ ჰქონდათ წვდომა იმ შენობასთან, სადაც გერმანიის კანცლერის ბინა მდებარეობს.

თავად ოლაფ შოლცი ამ დროს, პოტსდამში (ქალაქი ბერლინის გარეუბანში), სახლში არ იმყოფებოდა.

Der Spiegel-ის ცნობით, მომხდარი ინციდენტის შემდეგ, კანცლერის სახლთან უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის კანცლერის ოფიციალური რეზიდენცია ბერლინში მდებარეობს, ყველა კანცლერი არ ირჩევს იქ ცხოვრებას.

მაგალითისთვის, თანამდებობაზე ყოფნისას ანგელა მერკელიც საკუთარ სამოქალაქო ბინაში ცხოვრობდა ბერლინის ცენტრში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი