
მმართველი გუნდი სექსუალურ ძალადობაში მხილებული "ოცნების" რადიკალი პროპაგანდისტის შალვა რამიშვილის გადასარჩენად ერთიანდება. ამჯერად შეთანხმებული გეგმით, ხელისუფლება და "ოცნების" სრული კონტროლის ქვეშ მყოფი პოსტივი სატელევიზიო რეიტინგებით მანიპულირებიას ცდილობენ. მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა დღეს სიტყვა სიტყვით გაიმეორა შალვა რამიშვილის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, თითქოს ძალადობაში მხილებული პროპაგანდისტის წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტავა პოსტივის მაღალმა ყურებადომამ განაპირობა.
პოსტივისა და მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებების მიღმა კი რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. სტატისტიკა და რიცხვები ყველაზე ნათლად აჩვენებს თუ ვის ენდობა ხალხი. სწორედ სატელევიზიო რეიტინგები ადასტურებს "მთავარი არხის" და არა პოსტივის ყურებადობის მაღალ დონეს.
პარალელურად ხელისუფლება მთავარი პროპაგანდისტის სამართლებრივ დაცვასაც ცდილობს - სამი ქალის მხრიდან მხილებისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დიმიტირი ჩიქოვანის განცხადების მიუხედავად არც პროკურატურას და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიება ამ დრომდე არ დაუწყიათ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი