აშშ არჩევნები 2020-ის დემოკრატიულად ჩატარებას ითხოვს - გამაფრთხილებელი ზარი ვაშინგტონიდან 

გამოქვეყნდა:

კელი დეგნანს დღის ბოლოს კიდევ ერთხელ მოუწია იმ გამფართხილებელი გზავნილების გამეორება, რომელიც მანამდე მისი უწყების პირველმა პირმა გიორგი გახარიას პირადად გადასცა. ამერიკის ელჩს დღეს არ დაუმალავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ვაშინგტონი განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება. 

ვაშინგტონისთვის  ეს არჩევნები  რომ გაცილებით მეტია ვიდრე მხოლოდ კენჭისყრა, მაიკ პომპეოს განცხადებიდანაც უნდა ვივარაუდოთ. გახარიასთან სატელეფონო საუბრის შესახებ მოკლე კომენტარი სახელმწიფო მდივანმა ტვიტერის ქსელში გაავრცელა. სადაც ის ხაზგასმით ამბობს, რომ საუბარი შეეხო 2020 წლის არჩევნებს და იმას რომ კენჭისყრა თავისუფალ, თანასწორ და გამჭვირვალე გარემოში უნდა ჩატარდეს.

იგივე შინაარსის განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმაც გაავრცელა, თუმცა ქართული ოცნება, რომელსაც კონგრესის პირველი პალატა ოლიგარქიულ მმართველობად აფასებს,  ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური სირაქლემას პოზას ირჩევს. ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს რომ პომპეოს საქართველოს ხელისუფლების მიღწევები აინტერესებდა კოვიდ 19- თან ბრძოლაში. 

კორონავირუსი ივანიშივლის გუდნისთვის პოლიტიკური მაშველი რგოლი ვეღარ იქნება, ვერბალური გაფრთხილების პარალელურად,  სულ რაღაც 3 დღის წინ კონგრესის ქვედა პალატამ საქართველოს პირველიო სანქცია დაუწესა და დაახლოებით 20 მლნ დოლარის დახმარება გაყინა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი შეიძლება გახდეს იმ ფართო სანქციებისა, რომელიც ივანიშვილს და მის გარემოცვას დაემუქრება, თუ ისინი დემოკრატიის ნაცვლად ხელისუფლების უზურპაციის გზას აირჩევენ. 

სავარაუდოა რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად გზავნილები ვაშინგტონიდან სულ უფრო მკაცრი და პირდაპირი გახდება. ამისი მიზეზი კი ქართული ოცნების ხისტი და არადემოკრატიული მმართველობაა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ დიპლომატიური თავაზიანობისთვის ადგილი აღარ დატოვეს.

ეს უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პომპეო ივანიშვილის გუნდ სათქმელს უხეში დიპლომატიური ენით ეუბნება. ჯერ კიდევ 1 წლის წინ ქვეყნის მაშინდელ პრემიერს, მამუკა ბახტაძეს გაკვეთილი ჩაუტარა გეოპოლიტიკაში და შეახსენა ვინ არიან საქართველოს ნამდვილი მეგობრები და რატომ იყო ანაკლიის პორტი როგორც საქართველოს, ისე აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებში. მაშინ "ოცნებამ" არ მოისმინა. ახლა მეორე გაკვეთილის დროა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი