"მთავარი არხის" ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სახალხო დამცველის კონსილიუმი ამ კვირაში მოინახულებს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სახალხო დამცველის კონსილიუმი ამ კვირაში მოინახულებს. ჯერჯერობით უცნობია მიმართა თუ არა ომბუდსმენმა კლინიკა "ვივამედს", თუმცა ლევან იოსელიანი ადასტურებს, რომ მისგან კონსილიუმის წევრებს სააკაშვილთან შესვლაზე შეფერხება არ ექნებათ. 

კონსილიუმის წევრ ექიმებს ვიზიტის დრო აქვთ შესათანხმებელი. 

"ყველა ექიმი ვინც ამ კონსილიუმში ვართ ვმუშაობთ სხვადასხვა დროები გვაქვს თავისუფალი და ყოველთვის ერთად, ერთ დროს არ გვცალია. საქართველოს კლინიკებმა ამოწურეს თავიანთი როლი და სავარაუდოდ ისინი ვეღარ გააგრძელებენ ბატონი მიხეილის მკურნალობას. ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის ისიც რომ უკვე კახექსიურია, ფსიქიატრიული პრობლემებიც აქვს და ასეთი კომბინირებული და რთული პაციენტის გამოცდილება, არამც თუ ქართულ კლინიკებს, ალბათ სპეციალიზებული კლინიკა იქნება საჭირო, რომ მოიძებნოს", - ამბობს ნევროლოგი, თენგიზ წულაძე.

მესამე პრეზიდენტი პოლონელ მედიკოსებსაც ელოდება, თუმცა როდის შეძლებენ ისინი მიხეილ სააკაშვილთან შესვლას უცნობია. პენიტენციური სამსახურის სამედიცინო ხელმძღვანელი ამის მიზეზად ამტკიცებს, რომ ამ დრომდე საერთაშორისო ექიმების მკურნალობაში ჩართვის საკითხზე გამართული და სრულყოფილი შესაბამისი მოთხოვნა წარდგენილი არ არის.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი