პენტაგონი ბრძოლის ველზე "უკრაინელების მთავარ საჭიროებას" ასახელებს

გამოქვეყნდა:

პენტაგონი ბრძოლის ველზე "უკრაინელების მთავარ საჭიროებას" ასახელებს - "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება საჰაერო თავდაცვა, შორი დისტანციური იარაღი და ჯავშანტექნიკა. 

„ახლა უკრაინელების მთავარი საჭიროება საჰაერო თავდაცვაა, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბრძოლის ველზე, მათ ასევე სჭირდებათ შორი მოქმედების იარაღი და ჯავშანტექნიკა. და ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ ასეთი შესაძლებლობების მნიშვნელოვან პაკეტით. ჩვენ ასევე ვატრენინგებთ მათ და იარაღის მიწოდების გარანტიას ვაძლევთ“ ,- თქვა ოსტინმა. 

პენტაგონის ხელმძღვანელმა F16 გამანადგურებლებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა: "თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, დაახლოებით 18 თვე დასჭირდება გადაცემის უზრუნველყოფას, მაგრამ ეს ომის ამ ეტაპზე უკრაინელებს ვერ დაეხმარება". 

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ პარტნიორებთან მუშაობას, რათა დარწმუნდნენ, რომ უკრაინას აქვს ზუსტად ის, რაც მათ ბრძოლის ველდზე სჭირდებათ. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი