ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები პარლამენტში - რაზე ისაუბრა მათთან შეხვედრაზე ენმ-მ

გამოქვეყნდა:

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები პარლამენტში შეხვედრებს მართავენ. ისინი დღეს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებსა და ფრაქციებს შეხვდებიან.

კომიტეტის წევრები უკვე შეხვდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს. აუდიენციის შემდეგ თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ ისინი კარგად არიან ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხზე.

"ჩვენ ძალიან ვრცლად ვისაუბრეთ ამ თემაზე. ხელისუფლების მხრიდან, როგორც ჩანს, გამოითქვა მზაობა, რომ ჩამოვიდნენ დამოუკიდებელი, უცხოელი ექსპერტები, და მე ვფიქრობ, ახლა მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ მოვახდინოთ კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორი, მათ შორის აღნიშნული მომხსენებლები ამბობენ, რომ ეს არის ჰუმანიტარული საკითხი და ეს ჰუმანიტარული საკითხი უნდა გადაწყდეს ძალიან სწრაფად, რადგან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რომ ეს საკითხი უნდა იყოს დეპოლიტიზირებული", - თქვა ბოკუჩავამ. 

საუბარი, ასევე შეეხო იმ პრობლემებს, რაც ქვეყანას ევროპულ ინტეგრაციაში უშლის ხელს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი