რუსეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო კონტინენტთაშორისი ბალისტიკური სარაკეტო სისტემის ჩართულობით

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ იწყებს წვრთნებს ათასობით სამხედრო მოსამსახურისა და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური სარაკეტო სისტემა "იარსის" მონაწილეობით. 

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნებში მონაწილეობს ნოვოსიბირსკის სარაკეტო ფორმირება, ხოლო სტრატეგიული სარაკეტო ძალები ატარებენ ომსკის სარაკეტო ასოციაციის „ყოვლისმომცველი კონტროლის შემოწმებას“.

რუსეთის ცნობით, სწავლებაში 3 000-ზე მეტი სამხედრო და 300-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკაა ჩართული.

წვრთნების დროს "იარსის" მობილური სისტემები მანევრებს ჩაატარებენ რუსეთის სამ რეგიონში, თუმცა რომელია ეს რეგიონები სამინისტროს არ დაუკონკრეტებია.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი