იტალიაში, ქართველი ქალის დაჭრის ბრალდებით მისივე ქმარი დააკავეს

გამოქვეყნდა:

იტალიაში, ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი ქმარი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 47 წლის კაცი ცოლზე თავდასხმის შემდეგ ავტომობილით მიმალვა სცადა.

ბარის პოლიციამ ის რამდენიმე საათში დააკავა. არსებული ინფორმაციით, ამოღებულია დანაშაულის იარაღი და ბრალდებულის სისხლიანი ტანსაცმელი.

შეგახსენებთ, 32 წლის ქალის, საქართველოს მოქალაქის დაჭრის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. შემთხვევა ქალაქ ბარიში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ქალს ჭრილობები დანით, ყელის არეში აქვს მიყენებული და საავადმყოფოში იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი