იტალიაში 32 წლის ქართველი ქალი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

იტალიაში,  ქალაქ ბარის, 32 წლის ქართველი ქალი დაჭრეს. შემთხვევა ლიბერტას რაიონში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალს ჭრილობები შუა ხნის კაცმა, ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა.

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი