ენმ-ის წევრი, ანა ბალიაშვილი აცხადებს, რომ შსს-ს თანამშრომელი მას სიცოცხლის ხელყოფით ემუქრება

გამოქვეყნდა:


ენმ-ის გორის საკრებულოს წევრი, ანა ბალიაშვილი აცხადებს, რომ მას შსს-ს თანამშრომელი, რობი ღარიბაშვილი
სიცოცხლის ხელყოფით ემუქრება. განცხადება ამის შესახებ ბალიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები განცხადებით მიმართავენ შსს-ს დაიწყოს გამოძიება მუქარასთან დაკავშირებით.

ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ მუქარა სოციალურ ქსელში ბალიაშვილის მიმართ მას შემდეგ დაიწყო, რაც ბალიაშვილმა "ქართული ოცნების" იმ წევრების შესახებ გამოაქვეყნა პოსტი, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი