უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დონეცკის ოლქში FSB-ის აგენტი დააკავა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა აგენტი, რომელიც დონეცკის ოლქის, ქალაქ ავდიივკას მახლობლად თავდაცვის ძალების საბრძოლო მასალის საცავებზე ინფორმაციას აგროვებდა. 

უწყების ცნობით, ის ადგილობრივი მკვიდრი აღმოჩნდა, რომელიც სრულმასშტაბური შემოჭრის დაწყებამდეც მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელთან.

24 თებერვლის შემდეგ მტერმა დისტანციურად აიყვანა და დაავალა რეგიონში სადაზვერვო და დივერსიული მოქმედებების განხორციელება. აგრესორს აინტერესებდა ინფორმაცია ავდიივკას რეგიონში საბრძოლო მასალის საცავებისა და სამხედრო ტექნიკის ბაზების განლაგების შესახებ.

რუსული დავალების შესაგროვებლად, აგენტმა მოიარა ტერიტორია და ცდილობდა ფარულად შეესწავლა უკრაინული ობიექტები. ეს ინფორმაცია კი უნდა მიეწოდებინა FSB-თვის. ეს სადაზვერვო ინფორმაცია სჭირდებოდათ ოკუპანტებს აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ტაქტიკური ოპერაციების დასაგეგმად.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაუყონებლივ გამოავლინეს, დააფიქსირეს და დააკავეს სადაზვერვო "მისიის" დროს.

დაკავებულს ბრალი სამშობლოს ღალატისთვის წარუდგინეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა შეუფარდა.

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი