"პოლიტპატიმრები საქართველოში არ არიან...ფასობს სიმართლე და არა გამოცემა" - კობახიძე Amnesty International -ზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტიკიცებს, რომ ევროკომისიის 12 პუნქტიდან დარჩა 2 კანონპროექტის მიღება და სხვა ვალდებულებები საქართველოს სრულიად შესრულებული აქვს. 

"ოცნების" ლიდერის მტკიცებით, საქართველოში "პოლიტიკური პატიმრები არ არიან".

"პოლიტპატიმრები საქართველოში არ არიან და შესაბამისად ეს საკითხი არანაირად არ არის დაკავშირებული. ევროპარლამენტი რას ამბობს, ამას არ აქვს არავითარი ფასი. რაც შეეხება იმ სტრუქტურებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მათ მსგავსი არაფერი უთქვამთ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან",- თქვა კობახიძემ. 

"ოცნების" თავმჯდომარეს კითხვა დაუსვევს ავტორიტეტული საერთაშორისო  ორგანიზაციის Amnesty International-ის მწვავე შეფასებაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობა, მედიის თავისუფლება,  შერჩევითი სამართალი, ადამიანის უფლებების დაცვა და  ქალთა დისკრიმინაცია პრობლემად რჩება. 

"საუბარი მათ პოლიტპატიმრობაზე, არის ცარიელი პოლიტიკური სპეკულაცია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ეს ყველაფერი. მთავარი არის სიმართლე. გავლენიანი არის მხოლოდ სიმართლე.  ამ ქვეყანაში ფასი აქვს სიმართლეს და არა ამა თუ იმ გამოცემას. დღეს ამ ქვეყანაში ფასობს სიმართლე და არა ესა თუ ის გამოცემა, თუ ინსტიტუტი. სიმართლე არის მთავარი",- თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ Amnesty International-ის დასკვნაში ცალკეა გამოყოფილი ნიკა გვარამიას პატიმრობა. საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ციხეში დაუსაბუთებელი ბრალდებით არის გამოკეტილი და სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი