"მამაჩემმა თუ ეგ გააკეთა, ჩემი ხელით ჩავაბარებ პოლიციასო" - მოზარდზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის ცოლი

გამოქვეყნდა:

60 წელს გადაცილებული კაცი უმძიმესი ბრალდებითაა დაკავებული. მას შიდა ქართლში, მოზარდზე სექსუალურ ძალადობას ედავებიან. დაკავებული ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება.

კონკრეტულ მუნიციპალიტეტს "მთავარი არხის" მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებს.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულის არასრულწლოვანი მსხვერპლი მისივე მეზობელი გოგონაა. 

"მთავარის" ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე პოლიციას მისივე ოჯახის წევრებმა გადასცეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, არსებობს ოქროს მოწმე, რომელმაც დაინახა, როგორ ეხვეოდა 63 წლის კაცი არასრულწლოვანს, ფარდულში, რის შემდეგაც კაცის ოჯახს შეატყობინა:

"ჩემმა გოგომ რომ გაიგე ეს შოკში ვიყავით, იმ გოგომ ისე სთქვა წავასწარიო და თქვენ თუ არა მე მივიღებ ზომებსო, ჩემმა შვილმა, მამაჩემმა თუ ეგ გააკეთა, ჩემი ხელით ჩავაბარებ პოლიციასო და ჩემმა შვილმა დარეკა, გოგომ...

მერე ვკითხეთ, როგორ დაინახეო, გახდილები იყვნენო? არა ჩაცმულები ეხვეოდნენ ერთმანეთსო" " ამბობს დაკავებულის ცოლი.

სავარაუდო მსხვერპლთან ფსიქოლოგი მუშაობს, მისი ემოციური მდგომარეობა მძიმეა.

"მთავარი არხის" მიერ მოპოვებული ინფორმაცია უკვე დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი