საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში - ენმ 9 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შეხვედრებს აგრძელებს

გამოქვეყნდა:

9 აპრილის აქციის კამპანიის ფარგლებში, დღეს, "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" წევრებმა, ლაშა ფარულავამ, ვასო ურუშაძემ და ირაკლი ფავლენიშვილმა, სადგურის მოედანზე საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობა 9 აპრილს, 17:00 საათზე აქციაზე მიიწვიეს.

"მიუხედავად იმისა, თუ ვის როგორი პოლიტიკური შეხედულება აქვს, პოლიტიკური გემოვნება აქვს, ვის ვინ მოსწონს ან არ მოსწონს, ყველას, საქართველოს მოქალაქეები თანხმდებიან, რომ საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში და ვინც თვლის, რომ ამისთვის საჭიროა ბრძოლა ვიკრიბებით 9 აპრილს, 17:00 საათზე, რუსთაველზე", - თქვა ვასო ურუშაძემ.

აქცია პარლამენტთან გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი