ვერ ვხედავთ მოლდოვაზე რუსეთის თავდასხმის რეალურ საფრთხეს - ნატო

გამოქვეყნდა:

ნატო ვერ ხედავს მოლდოვაზე რუსეთის თავდასხმის რეალურ საფრთხეს - აცხადებს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა და ამბობს, რომ მოსკოვს არ გააჩნია საჭირო რესურსი დნესტრისპირეთამდე სახმელეთო დერეფნის ასაშენებლად.

 ”მე ვთქვი და ვიმეორებ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის ფედერაციის მიერ მოლდოვის რესპუბლიკაზე მოსალოდნელი სამხედრო თავდასხმის რისკს. ძალიან მარტივი მიზეზების გამო: მათ არ აქვთ საკმარისი რესურსები ოდესაში, დნესტრისპირეთში მისასვლელად." ამბობს ის. 

თუმცა, ჯოანის თქმით, რუსეთი აგრძელებს ჰიბრიდულ ომს მოლდოვას წინააღმდეგ ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით, რაც მოიცავს აქციებს მოქმედი და  დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. 

"არჩეული დემოკრატიული მთავრობის დამხობის მცდელობა არის აქტიური ოპერაცია. პოლიტიკური ძალების მობილიზება, კომუნიკაცია, დეზინფორმაცია, სიცრუის გამოიყენება რუსების მიერ, ძალიან მასშტაბურია მოლდოვაში", - ამბობს ნატოს მაღალჩინოსანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი