
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი ამტკიცებს, რომ ამერიკული ბიოლოგიური იარაღის საცდელი ადგილი არა მხოლოდ უკრაინა გახდა, არამედ შტატების სამიზნეა საქართველო, მოლდოვა, ისევე როგორც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის რამდენიმე ქვეყანა.
პატრუშევმა აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ვაშინგტონის ფართომასშტაბიანი ბიოლოგიური აქტივობებისა და ამ პროცესებში ამერიკული ელიტების ჩართულობის შესახებ "არსებობს უტყუარი მტკიცებულებები".
"არა მხოლოდ უკრაინა გახდა ბიოლოგიური იარაღის საცდელი ადგილი. შეერთებული შტატები და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, ისევე როგორც ШОС-ს რამდენიმე წევრი ქვეყანა არიან თვალწინ", - თქვა მან შეხვედრაზე.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, აუცილებელია შანხაის თანამსრომლობის ფორმატში ბიოუსაფრთხოების შესახებ რეგულარული საექსპერტო კონსულტაციების ჩატარება.