რეზნიკოვმა კონტრშეტევის სავარაუდო დრო დაასახელა 

გამოქვეყნდა:

უკრაინა საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადება, რომელიც აპრილ-მაისში უნდა დაიწყოს  - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეტევითი მოქმედებების დრო დაკავშირებულია ამინდის პირობებთან.

რეზნიკოვს ჰკითხეს, როდის იქნებოდა შესაძლებელი ფრონტზე მოკავშირეებისგან გადაცემული ლეოპარდის ტანკები.

"მათ [ლეოპარდის ტანკებს] ჩვენი გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით კონტრშეტევაში ნახავთ. კონტრშეტევა დაგეგმილია რამდენიმე მიმართულებით. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი  ყველაზე შესაფერისი მომენტი. ეს ასევე დამოკიდებულია ამინდის პირობებზე.გაზაფხულზე ჩვენი მიწა ძალიან სველია. ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვიხილავთ",- თქვა რეზნიკოვმა. 

რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ წელს უკრაინისთვის ძალიან პოზიტიური ცვლილებები იქნება. მინისტრი დარწმუნებულია, რომ უკრაინელი სამხედროები გააგრძელებენ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას, როგორც ეს გაკეთდა კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი