
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] ხელმძღვანელი რაფაელ გროსი დროებით ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე [ZNPP] ჩავიდა.
გროსისთან ერთად ZNPP-ში 11 კაციანი დელეგაცია ჩავიდა, მათ შორის სამი ინსპექტორი სლოვაკეთიდან, საფრანგეთიდან და იაპონიიდან, რომლებიც დარჩებიან დაწესებულებაში ორთვიანი როტაციით.
IAEA-ს დელეგაციას თან ახლავს გაეროს უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის დეპარტამენტის შვიდი წარმომადგენელი.
ეს IAEA-ს მისია და გროსის მეორე ვიზიტია უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე.
შეგახსენებთ, 2022 წლის ოქტომბერში პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ატომური ელექტროსადგური რუსული Rosenergoatom-ის დაქვემდებარებაში გადადის.
გროსიმ რუსების მიერ დაკავებულ ზაპოროჟიეს სადგურზე არსებულ ვითარებას, არაერთხელ უწოდა ბირთვული უსაფრთხოების თვალსაზრისით უკიდურესად საგანგაშო.