ჩემი ცოლის ძმა რომ არის ამის გულისთვის ცხოვრებას დაანებოს თავი თუ რა გააკეთოს?! - ჯაფარიძე TI-ს ანგარიშზე

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის მტკიცებით, მან არ იცის, რომ მისი ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანია შპს "ელექტრო მონტაჟ სერვისი" სახელმწიფო შესყიდვებს იგებს.

"მთავარ არხთან" ინტერვიუში ჯაფარიძე ადასტურებს, რომ მისი ცოლის ძმა "ქართული ოცნების" შემომწირველია.

"ქართული ოცნების შემომწირველი რატომ არ უნდა იყოს, მოდი ასე მითხარი. სააკაშვილმა თავის დროზე, დაიჭირა, ფული წაართვეს და როცა მოვიდა ხელისუფლება, რომელიც არავის იჭერს, რატომ არ უნდა შესწიროს ნორმალურმა ბიზნესმენმა, რომელიც მას უნდა და მეორეც, მე ქართულ ოცნებაში ვიყავი და რატომაც არ შესწირავდა პირობითად რომ ავიღოთ. მე თქვენგან გავიგე პირველად, ესე იგი გაქვთ ინფორმაცია და გაარკვიეთ ყველაფერი. პირველად გავიგე, რომ [ტენდერებს იგებს] შარშანაც დამირეკეს, რომ ტენდერი მოიგო შენმა ცოლის ძმამო და ელექტრონული ტენდერი თუა, ჩემი ცოლის ძმა რომ არის ამის გულისთვის ცხოვრებას დაანებოს თავი თუ რა გააკეთოს", - თქვა ვიქტორ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" დღეს ანგარიში გამოაქვეყნა, რომლითაც ირკვევა, რომ ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანია შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისი” სახელმწიფო შესყიდვებს იგებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” 2011 წლიდან დღემდე ელექტრონული ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 34,655,073 ლარის ხელშეკრულებები მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი